ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: ჩემი შვილის მკვლელებს აუცილებლად დავსჯი, ან კანონით, ან უკანონოდ

მე ჩემი შვილის გვამის წინაშე დავიფიცე პირდაპირ, რომ მე სიმართლეს მივაღწევ. მე ჩემი შვილის მკვლელებს აუცილებლად დავსჯი, ან კანონით, ან უკანონოდ. ძალიან კარგად იცით თქვენც ქართველი ადამიანი როგორია ამ საქმესთან. თუ მთავრობა ვერ მიაღწევდა იმას, რომ ესენი დაესაჯათ, დაუსჯელები არ დარჩებოდნენ, დამერწმუნეთ. ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში რომ წასულიყვნენ, ნებისმიერ ადგილზე მოვძებნიდი და მიმიწვდებოდა ხელი. მაგრამ ამას არ ვლაპარაკობს იმიტომ, რომ ვაჟკაცი ვარ და ასე გავაკეთებდი. ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიბრძვი სამათლებრივად, რატომ არ გავდექი გვერდზე, როცა უკვე ვიცოდი ჩემი შვილის მკვლელები ვინ იყვნენ.
სამი ადამიანია კონკრეტულად, დაჭრის ფაქტში ვინც მიიღო მონაწილეობა. მე რა ინფორმაციაც მაქვს მოპოვებული. შესაძლებელია მეტიც ყოფილიყო, მაგრამ გამოძიებას ბოლომდე გავაგრძელებ. ერთს უკვე მიესაჯა, უბრალოდ გადაუკვალიფიცირდა სასჯელი, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ორი გარეთ არის. ერთის გვარი რომ ვუთხარი [პროკურატურას] მეორე თვითონ მითხრეს, რომ ალბათ, მეორე ეს არისო.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

კომენტარები