სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე შსს-ზე: მე მაგათი დაცვა არ მჭირდება

თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. მე მზად ვარ ჩემი შვილის ღირსების გულისთვის და ქართველი მომავლის გულისთვის, აქვე დავღვარო სისხლი. ვისგან უნდა დამიცვას ამ მთავრობამ ვერ ვხვდები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხის ხელყოფის სართხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. სწორედ ამ შეთავაზებას უპასუხა ზაზა სარალიძემ აქციაზე.

კომენტარები