ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე მარიანო რახოი პედრო სანჩესმა ჩაანაცვლა

პედრო სანჩესი
Politico

ესპანეთის პრემიერმინისტრის პოსტს სოციალისტი პედრო სანჩესი დაიკავებს.

მან თანამდებობაზე მარიანო რახოი ჩაანაცვლა. მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წევრების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პარლამენტმა ყოფილ პრემიერმინისტის უნდობლობა გამოუცხადა.

სანჩესი, სავარაუდოდ, თანამდებობას 2020 წელს საპარლამენტო ვადის გასვლამდე დაიკავებს.

მან განაცხადა, რომ რახოის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს მიჰყვება, და ამასთანავე პირობა დადო, რომ კატალონიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუმცა ასევე თქვა, რომ რეგიონში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არ ჩაატარებს.

კომენტარები