ხორავას ქუჩის საქმე

მეუფე ზენონი ხორავას ქუჩის საქმეზე: გააღვიძეთ შვილებში დანაშაულზე პასუხისმგებლობა

ჩვენი მზერა ეს დღეებია შეუჩერებლად მოპყრობილია სამართლიანობისათვის მებრძოლი თქვენი მამაცი და მგრძნობიარე გულებისაკენ. ჩვენი მზერა და მწუხარება მოპყრობილია უმწიკვლო ჭაბუკთა სასიკვდილოდ დასერილი გულების თანა განგმირული თქვენი გულებისაკენ! 

ასევე მოგმართავთ იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა ხელებმაც შეაჩერეს მათი თანატოლების სიცოცხლის მოტრფიალე გულისცემა: ამაღლდით ყოველგვარ ეგოისტურ გრძნობაზე მაღლა და გააღვიძეთ შვილებში დანაშაულზე პასუხისმგებლობა! ნუ აქცევთ თქვენს შვილებს მოარულ ხიზნებად და მათივე ბოროტების მსხვერპლად! 

გამბედაობას გვაძლევს ჩვენ ბატონი ზაზა სალარიძის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადება, რომ არ სურს მისი შვილის მეგობრები უსამართლობის განცდის მიზეზით დაადგნენ შურისძიების გზას. 

წერს Facebook-ში დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

კომენტარები