თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 1 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრვ), ხევძმარის (ნაწილობრვ), შეშელიძის (ნაწილობრვ), დავით სარაჯიშვილის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრვ), ავჭალის სამხედრო დასახლების, შეშლიძის (ნაწილობრვ), ახმეტელის, ხევძმარის (ნაწილობრვ), გობრონიძის, კორინთას, ბრონშტეინის და რამაზ შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ორბელიანის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის, მამრაძის, ზაზიშვილის, გროზნოს, ქინქლაძის, ჩიტაიას და დონდუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრვ), ჩახავას, ჩხეიძის, ოთარ ლორთქიფანიძის და გეგეჭკორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები