ხორავას ქუჩის საქმე

გოცირიძე უმრავლესობას: საგამოძიებო კომისიის შექმნა ხალხის პროტესტმა გაიძულათ

დღეს მოხდა უცნაური შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ანუ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. შეგახსენებთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიანი მუშაობის და ამ პარლამენტის ორწლიანი მუშაობის პერიოდში, იყო 21-ჯერ მოთხოვნა, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. 21-ჯერვე თქვენ თქვით უარი. ეხლა ეს არის 22-ე მცდელობა და თქვენ ამას დიდსულოვნად დათანახმდით. თქვენ კი არ დათანხმდით, ხალხმა გაიძულათ. კომისიის შექმნის გადაწყვეტილება არის ის საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც ახლა უყურებთ ტელევიზიით და რომლის ზემოქმედების გარეშე ეს კომისია არ იქმნებოდა

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

კომენტარები