ხორავას ქუჩის საქმე

კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: ჩვენ აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას

როდესაც ორი ადამიანია მოკლული, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში მცდელობაზე, აშკარაა აქ, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად არასწორია ერთ მხარეს აპრიორი ნდობის გამოცხადება და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რაშია რეალურად საქმე

განაცახადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები