თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 31 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევენკოს და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დელისის, ასათიანის, ნიკო ბურის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები