ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ენერგეტიკა

ილჰამ ალიევმა სამხრეთის გაზის დერეფანი ოფიციალურად გახსნა

ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018 - 15:58
president.az
tbl.ge/2y4j
დაკოპირდა
president.az
president.az
president.az
president.az
president.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "სამხრეთის გაზის დერეფანი" ოფიციალურად გახსნა. ილჰამ ალიევმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" გახსნას ისტორიული მოვლენა უწოდა და თქვა რომ ამ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი. ალიევმა ასევე მოიხსენია პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებიც მათ შორის შეერთებული შტატები. ალიევის თქმით, აშშ ყოველთვის იყო ამ პროექტების აქტიური მხარდამჭერი. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ OPEC-ისა და BP-ის ხელმძღვანელი პირები. 

"სამხრეთის გაზის დერეფანით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

"სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის“ ღირებულება, დაახლოებით $4.9 მილიარდია. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობების სავარაუდო ღირებულება $2 მილიარდს უტოლდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილია 2018 წელს. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემა“ დაუკავშირდება დაგეგმილი სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელ მილსადენებს - „ტრანსანატოლიის მილსადენს“ (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც, თავის მხრივ, 1900 კმ-თ დაშორებულ „ტრანსადრიატიკის მილსადენს“ (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტების რეალიზაცია საშუალებას იძლევა, აზერბაიჯანული, მომავალში კი, შესაძლოა, კასპიის სხვა საბადოების გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდოს თურქეთისა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს.

პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბი, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება (2026 წლის შემდეგ წყდება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ „შაჰ-დენიზის“ საბადოს „დამატებითი“ გაზის ხელშეკრულება, რაც მისი ჩანაცვლების უზრუნველყოფას მოითხოვს).

საქართველო, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების პირველი ფაზის ფარგლებში, გაზს იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ (ცნობილია, როგორც „ბაქო- თბილისი-ერზრუმი“) ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. „ოფციური“ გაზის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობის მიხედვით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2068 წლამდეა განსაზღვრული. დამატებითი გაზის მოცულობა ფიქსირებულია და ხელშეკრულების საფუძველზე (მოქმედების ვადა - 2026 წლამდე) ქვეყანაში წლიურად 500 მილიონი მეტრ კუბი უნებრივი გაზი შემოდის. „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის მყიდველად საქართველოს მთავრობის მიერ ნომინირებულია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ), რომელსაც აღნიშნული გაზის ყიდვა- გაყიდვაზე გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები.

2016 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის წილმა საქართველოს მთლიან მიწოდებაში - 59%, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებულმა - 35%, „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ ტრანზიტის მომსახურების საფასურად მიღებულმა მოცულობამ - 5%, ხოლო ადგილობრივმა რესურსმა - 0.3% შეადგინა.

ენერგეტიკააზერბაიჯანიილჰამ ალიევისაქართველოთურქეთიTANAPTAP

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 8 ივლისი, 2022 - 16:44ფხაკაძე: ვცდილობთ ვიპოვოთ საწვავის იაფი წყარო, მოლაპარაკებები გვაქვს არა მარტო რუსეთთან
  • ხუთშაბათი, 2 ივნისი, 2022 - 20:00WEG: ახლო პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკულად საქართველოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ შეუძლია
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022 - 19:28რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა
  • სამშაბათი, 22 თებერვალი, 2022 - 12:23რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება
  • ხუთშაბათი, 17 თებერვალი, 2022 - 16:10თელმიკო ასახელებს 4 მიზეზს, რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი საფასური დენზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 00:55

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 22:52

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
22015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში