ბილ ბროუდერი: გათავისუფლების შემდეგ მაგნიტსკის საქმეზე ჩვენებას მივცემ

ბილ ბროუდერი
EPA

ფინანსისტი ბილ ბროუდერი Twitter-ზე წერს, რომ ესპანეთის პოლიციამ გაათავისუფლა:

"კარგი ამბავი. ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გამათავისუფლა მას შემდეგ, რაც ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა ლიონიდან ურჩია მათ არ მიჰყვნენ რუსული ინტერპოლის ახალ წითელ გაფრთხილებას. ჩემს შემთხვევაში ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ინტერპოლით ბოროტად სარგებლობს."

"ირონიულია, რომ მადრიდში ჩემი ყოფნის მიზეზი რუსულ მაფიასთან მებრძოლი მთავარი ესპანელი პროკურორისათვის ჩვენების მიცემაა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით ესპანეთში დიდი რაოდენობით ფულის შესვლაზე. ახლა, როდესაც გამათავისუფლეს, ჩემს მისიას გავაგრძელებ. ახლა შევხვდები პროკურორ გრინდას." დაწერა მან.

წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტი რუსეთში 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, რის გამოც 2005 წელს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. 2012 წელს ის აქტიურად ლობირებდა მაგნიტსკის აქტს, რომლითაც აშშ-მა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა იმ რუს თანამდებობის პირებს, ვინც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევასთან და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში.

გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებით ბილ ბროუდერს გასულ წელს რუსეთის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინტერპოლმა 2013 წელს ბროუდერის მიმართ მსგავს განაჩენს "პოლიტიკური ბუნების" გამო მხარი არ დაუჭირა, თუმცა, როგორც თავად წერს, დღეს ის ესპანეთში სწორედ რუსული ინტერპოლის ორდერით დააკავეს.

კომენტარები