გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით გაძლიერდება ქარიც.
"ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.





