დღეს, 28 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





