საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პრემიერი: როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები არ მოუშუშებია, გვჭირდება ერთობა და შეკავშირება

დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბს იღებს.

დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე.

კომენტარები