აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ტრამპთან მოლაპარაკებაზე ნებისმიერ დროს მზად არის

კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი
EPA

ოფიციალური ჩრდილოეთ კორეიის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ გაუქმებული სამიტის მიუხედავად, სურვილი ტრამპთან მოლაპარაკების კვლავ არსებობს. 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება "ძალიან სამწუხაროა."

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა "ღია მტრობაში" დაადანაშაულა, თუმცა ფხენიანის ამჟამინდელ განცხადებას მიესალმება.

გუშინ, 24 მაისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა.

სამიტი 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. 

კომენტარები