ავარია ენგურჰესზე

დატბორილი ენგურჰესი - ვიდეო

apsnylife.ru

აფხაზურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი აგრეგატის დატბორვის შემდეგ არის გადაღებული. 

პირველი არხის ინფორმაციით, სადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=AvlviYQp2iM]

ხუბუას ინფორმაციით, ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

საქართველოს უმსხვილეს ჰიდრეოელქტროსადგურ ენგურჰესზე ღამით ავარია მოხდა. ელექტროენერგიის გენერაციის გარკვეული ტერიტორია წყალმა დატბორა. 

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მეგავატი (5 აგრეგატი, თითოეული 260 მეგავატის სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მეგავატი) და სამი 40-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი. 

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი, ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი 728 მეტრს შეადგენს.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები