თბილისის მერიაში, კახა კალაძის ფილმში მონაწილეობის შესახებ, ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ტაბულას თბილისის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ინფორმაცია არასწორია და მერი არანაირ ფილმში მონაწილებოს მიღებას არ აპირებს.
"საუბარი იყო იმაზე, რომ მერია უბრალოდ მხარდამჭერი ყოფილიყო ამ პროექტის." - უთხრეს ტაბულას მერიაში.
თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში ქართულ-სლოვაკურ მხატვრულ ფილმს "დავიწყებული მელოდია" გადაიღებენ. კულტურის მინისტრის ინფორმაციით, კომედიურ ფილმში ეპიზოდურ როლს თბილისის მერი კახი კალაძეც შეასრულებს. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ამის შესახებ "საქმიან დილა"-სთან საუბრისას თქვა.





