შეწყალების კომისია

ჩუგოშვილი პრეზიდენტზე: გამოძიება არ იწყება არც შეწყალებაზე და არც სხვა საქმიანობაზე

ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა და ვისი მხრიდან იყო არ ვიცი. საერთოდ, საიდან გაჩნდა გამოძიებაზე საუბარი, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ყველა შეფასება, რაც გაკეთდა, იყო პოლიტიკური შინაარსის შეფასებები და არა სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან და არც მის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოვრიცხავ ამას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დეპუტატმა გააკეთა განცხადებები შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით. დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. ვიმეორებ, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არანაირი სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ არსებობს და ყველანაირ გამოძიებაზე საუბარი ზედმეტია

გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნების დეპუტატები მივლინენებში დიდი რაოდენობის თანხის ხარჯვისა და პატიმართა შეწყალების მექანიზმის "ბოროტად გამოყენებისთვის" ედავებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.

კომენტარები