სირია

SANA: აშშ-ის კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის არმიის პოზიციები დაბომბეს

Reuters

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით აშშ-ის კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქვეყნის აღმოსავლეთით, დირ ეზ-ზური პროვინციაში სირიის არმიის პოზიციები დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სირიაში განხორციელებულ დარტყმებამდე ასადის ძალების მოკავშირეებმა, კონკრეტულად კი ჰეზბოლას წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის კოალიციის თვითმფრინავებმა სირია-ერაყის საზღვარზე სირიის არმიის 2 პოსტი დაბომბა.

პენტაგონის სპიკერის თქმით აშშ-ის სამხედრო ძალებს მსგავსი დარტყმების თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელმა სირიაში ირანის სამხედრო პოზიციები დაბომბა.

ისრაელის ეს ქმედება ირანის მიერ სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლას მოჰყვა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო.

კომენტარები