ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

flickr

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები