გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 მაისს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 21 მაისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, 21 მაისს კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.





