17 მაისი

შსს: აქციამ შეიძლება ითქვას მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთი ინციდენტი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა - "აქციამ შეიძლება ითქვას მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთი ინციდენტი, ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება".

"აღნიშნული პირი, გახლავთ 22 წლის, იგი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით, ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის გარემოების გამოკვეთა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, როგორც ვიცი ის დამაკმაყოფილებელია. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმე", - ამბობს თოლორაია.

თავდასხმა სიტყვით გამომსვლელზე - ვიდეო

ლონდა თოლორაიას კომენტარი

კომენტარები