ხვალ, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, ანა კალანდაძის, შარტავას, ბროლოსანის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ოჟიოს, მიროტაძის და აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის და პაოლო იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, აწყურის, კახეთის და შირაქის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





