თეა წულუკიანი

წულუკიანი კლუბებზე: მადლობა პოლიციას, რომ ოჯახებში მიცვალებულების მისვენება არ დაგვჭირდა

მე ვერ დავინახე ფორმასთან ვერანაირი პრობლემა, იმიტომ, რომ არ ყოფილა არც ერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, რომელიც დაისაჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არც ერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცველმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. იქ იყო ძალიან სერიოზული შემთხვევები დისკომფორტის და იყო ამ დისკომფორტზე მწვავე, სრულიად ბუნებრივი რეაქცია. მაგრამ იმას, რომ პოლიცია არ უნდა შევიდეს სადღაც, იმიტომ რომ იქ გართობის ადგილია, ამას მე არ ვიზიარებ. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა და აქ კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება. თუკი გვექნება თანამშრომლობა თვითონ დაწესებულებებთან, იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ახალგაზრდები და სახელმწიფოს არ მოუწიოს ახალგაზრდის დაცვა ამ მეთოდით. მადლობა პოლიციას, რომ იმ ღამეს არ დაგვჭირდა და მომავალშიც, ღმერთმა დაგვიფაროს, ოჯახებში მიცვალებულების მისვენება.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 12 მაისის ღამეს, კლუბებ "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცრაზმის შესვლის შესახებ საუბრობს.

კომენტარები