რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანი: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიულობაში ეჭვი არავის ეპარება

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი
TASS

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს მისი და რუსეთის პრეზიდენტის პირველი შეხვედრაა.

მათ ორ ქვეყანას შორის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

პუტინმა ფაშინიანს უთხრა, რომ რუსეთი სომხეთს რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირედ მიიჩნევს და მას პოსტზე წარმატება უსურვა.

"ჩვენ გვაქვს განსახილველი საკითხები, მაგრამ არის საკითხები, რასაც განხილვა არ სჭირდება და მათ შორისაა სტრატეგიული ურთიერთობები მოკავშირე სომხეთსა და რუსეთს შორის. გარწმუნებთ, რომ სომხეთში კონსენსუსია და არავის შეპარვია ეჭვი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სტრარეგიულობაში." თქვა ფაშინიანმა.

"ჩვენ ვაფასებთ იმ დაბალანსებულ პოზიციას, რომელიც რუსეთმა დაიკავა ჩვენი შიდა კრიზისის დროს. ჩემი აზრით ეს ძალიან კონსტრუქციული პოზიცია იყო." განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს რუსეთის წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონდათ სომეხ პოლიტიკოსებთან.

ფაშინიანს პრემიერმინისტრის პოსტზე სომხეთის პარლამენტმა მხარი 8 მაისს დაუჭირა. მან 9 მაისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ფაშინიანის ერთერთი ინიციატივა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. მისი თქმით, სომხეთი მზად არის, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან ყოველგვარი წინასწარი დათქმების გარეშე. 

გარდა ამისა ფაშინიანმა განაცადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მადრიდის პრინციპებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა ისინი არ უნდა ხელმძღვანელობდნენ სტერეოტიპებით. 

კომენტარები