დღეს, 14 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ონიაშვილის, მეგრელიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, ვახტანგ ჩიქოვანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ასათიანის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზემო დელისის, დელისის, კამანის, ზაქარიაძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაგარელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, ახმეტელის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის და ორახელაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ჩიკვაიძის, ავლევის, ვერცხლის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, კეკელიძის, ჭანტურიას, ალტქსანდრე ჭავჭავაძის, ასათიანის და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





