ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა.
tbl.ge/2x83
დაკოპირდა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თეთრი ხმაურის მოძრაობასა და კონტრაქციის მონაწილე შავრაზმელების შესახებ
ამავე თემაზე
- საპატრიარქო მიტროპოლიტ ანდრიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
- TV პირველი და ფორმულა მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ
- სამების გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს გამართავს, იგალობებს პაპის წირვის შემდეგაც
- საპატრიარქო: მეუფე სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია
- მეუფე სტეფანე უგონოდ იპოვეს საკუთარ კელიაში, ახლა კლინიკაშია – მსოფლიო საეკლესიო სიახლენი




