გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა რომ ფარაონი დაბრუნდა

ევროპული საქართველო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ბიძინა
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამაში სიახლე არაფერია, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა.

"სიახლე არაფერი არაა, გარდა იმისა რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულის და
ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება.

მას არ აქვს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა, არ იცის როგორ უნდა
გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც მის გამო მოვხვდით. ევროპული საქართველო
არაფერს სასიკეთოს ამ ცვლილებებიდან არ ელის. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა ამ კაცის და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან მშვიდობიანად და არჩევნების გზით.

ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას, რაზეც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით" - თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.

კომენტარები