ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ბუნებაში არ არსებობს მთავრობა, რომელიც ეკონომიკას 600%-ით გაზრდის

მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციით, შეუძლიათ ესტუმრონ ევროპას და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ისინი თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონეს შორის არსებულ უზარმაზარ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე წარმოებული ხშირად 5-ჯერ 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს ცხადია ბუნებრივად ჩნდება სურვილი რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და რომ ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. არაფერია უცნაური და გაუგებარი, რომ ხალხს უკეთეს პირობებში ცხოვრება სურს. მაგრამ უცნაური და გაუგებარია, რომ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ექსპერტს, რომელიც მოსახლეობას სიმართლეს ეტყოდა და გამართულად აუხსნიდა, რომ ევროპას მრავალი ასეული წლის განმავლობაში მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა. რომ ბუნებაში არ არსებობს მთავრობა, რომელსაც წელიწადში ეკონომიკის გაზრდა არა 5% და 6%-ით არამედ 600%-ით შეუძლია

ამბობს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ყრილობაზე.

კომენტარები