ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: არაფერია უცნაური და გაუგებარი, რომ ხალხს უკეთეს პირობებში ცხოვრება სურს

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოსახლეობა სარგებლოს სრული ინფორმაციული თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით ინფორმაციასთან. ისინი ასევე სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით, შეუძლიათ ესტუმრონ ევროპას და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ისინი თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონეს შორის არსებულ უზარმაზარ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე წარმოებული ხშირად 5-ჯერ 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს ცხადია ბუნებრივად ჩნდება სურვილი რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და რომ ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. არაფერია უცნაური და გაუგებარი, რომ ხალხს უკეთეს პირობებში ცხოვრება სურს. მაგრამ უცნაური და გაუგებარია, რომ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ექსპერტს, რომელიც მოსახლეობას სიმართლეს ეტყოდა და გამართულად აუხსნიდა, რომ ევროპას მრავალი ასეული წლის განმავლობაში მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა. 

ქართული ოცნების ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები