გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-14 მაისს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება, 14 მაისს კი 2-3
გრადუსით მოიმატებს.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს +20, +22 გრადუსი, ხოლო 14 მაისს +24 გრადუსი იქნება.





