ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა დამწყებ ჰოკეისტებს 12-5 მოუგო [ვიდეო]

ვლადიმირ პუტინი
TASS

ვლადიმირ პუტინმა "ყინულის ჰოკეის ლეგენდების" გუნდში ითამაშა, რომელიც რუსეთის ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილი მოთამაშეებისგან შედგება. თამაში საბოლოოდ მისი გუნდის გამარჯვებით, 12-5 დასრულდა. მოწინააღმდეგე გუნდი დამწყები მოთამაშეების და პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქისაგან შედგებოდა.

ის მსგავს თამაშებში რეგულარულად მონაწილეობს. თამაშებს რუსული სახელმწიფო ტელევიზია აშუქებს. გასულ წელს პუტინმა 7 გოლის გატანა მოახერხა, 2015 წელს - 8 გოლის, წელს კი მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო.

პუტინის თქმით ყინულის ჰოკეის მოთამაშეები რუსებისათვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ, მათი წყალობით მილიონობით ადამიანი ირჩევს ცოვრების ჯანსაღ წესს.

კომენტარები