შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა - რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ამაზე დღეს ის თავად ისაუბრებს. საკითხი იმდაგვარად ნამდვილად არ იდგა, რომ პარტიას გადარჩენა სჭირდებოდა, თუმცა ივანიშვილის ჩართვა პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ ახალი შემადგენლობით ავირჩიოთ, როგორც პოლიტიკური საბჭო, ასევე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე - პარტიის დამფუძნებელი. ეს არ არის პატარა ცვლილება. ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გავლენა ექნება როგორც პარტიის შიგნით პროცესებზე, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში.
ჩუგოშვილი: ივანიშვილს პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა
tbl.ge/2x1f
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზე. დღეს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.




