ძალადობა

შსს: ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, არასრულწლოვანს სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა გენდერული იდენტობის ნიშნით არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, 1994 წელს დაბადებულმა, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ.ხ-მ და 1992 წელს დაბადებულმა ვ.ბ-მ თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები