ავტოსაგზაო შემთხვევა

დაბა მანგლისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი

flickr

დაბა მანგლისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა. შსს-ს ცნობით, გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროავტობუსი წალკიდან კოდის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები