ხვალ, 7 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჭირნახულის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ვეკუას, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის, ქურდიანის და მეუნარგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, ხოშარაულის, აგლაძის, კერესელიძის, დიდუბის, გოგოლაურის, ბაქრაძის, ვანის, გუდაუთის, ზესტაფონის, ტყიბულის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





