სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით. ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას. ურჩევნიათ არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებებთან დაკავშირებით.
ნაცვლად სპეკულაციებისა, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გასცეს იმას, რაც არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა განაცხადა.
როდესაც მეორე მხრიდან მიდიოდა სპეკულაციური საუბარი, რომ ვიღაცას შეუზღუდეს თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთი პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პრეზიდენტის მიმართ და პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არსებობს





