თამბაქო

პრემიერი: მოსახლეობას ვთხოვ თამბაქოს კანონს გაგებით მოეკიდოთ

პირველი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს კატასტროფული მაჩვენებელია. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები. ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი

თამბაქოს კონტროლის კანონდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი 1 მაისს შევიდა ძალაში. შედეგად, დაწესებულებებში მოწევა აიკრძალა, აკრძალვა შეეხება მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებს, კიბის უჯრედებს, სარდაფებსა და სხვენებსაც. მოწევა კერძო ბინებში დასაშვები იქნება.

კომენტარები