თამბაქო

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება

flickr.com

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა იკრძალება. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. 21 ნოემბრიდან იზრდება, გასახვევი თამბაქოს ბეგარაც 35-იდან 60 ლარამდე. 

ამავე რიცხვიდან იკრძალებ აქციზური მარკირების გარეშე ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც. 

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება ისჯება ადმინისტრაციულ წესით პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.

კომენტარები