დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2018 წლის მარტში გაუპატიურების 6 ფაქტი აღვრიცხეთ, არც ერთი არ არის გახსნილი

www.readersride.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, 500%-ით გაიზარდა გაუპატიურების ფაქტები. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2018 წლის მარტში გაუპატიურების 6 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ექვსიდან არც ერთი შემთხვევა არ არის გახსნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55.72%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დათვალა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულებიც, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხ მუხლს მოიცავს. მათ შორისაა: სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, გარყვნილი ქმედება.

ამ ოთხი მუხლიდან ერთ-ერთით მაინც, მარტში გამოძიება 30 შემთხვევაზე დაიწყო, მათგან გახსნილია 10 საქმე. ეს მაჩვენებელი გასული წლის მარტშიც ანალოგიური იყო.

კომენტარები