დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წელთან შედარებით, 2018 წლის მარტში დანაშაულის რაოდენობა 55.7%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55.72%-ით გაიაზარდა. 2017 წლის მარტში 3455 დანაშაულია რეგისტრირებული, ქედან გაიხსნა 1356 საქმე (39.25%), 2018 წლის მარტში კი, სულ 5380 დანაშაული დარეგისტრირდა, აქედან გაიხსნა 1448 საქმე (26.91%). ჯამში, 2018 წლის მარტში 1925 დანაშაულით მეტი მოხდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

97.6%-ით არის მომატებული დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. კერძოდ, 2018 წლის მარტში ამ კატეგორიის 247 დანაშაული მოხდა, ხოლო 2017 წლის მარტში - 125.

აქედან, 33.33%-ით (+1 შემთხვევა) არის გაზრდილი მკვლელობის მცდელობა, 300%-ით (+3 შემთხვევა) გაიზარდა მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, 117.53%-ით (+114 შემთხვევა) გაიზარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები.

ამასთან, შსს-ს ცნობით, 40%-ით (-4 შემთხვევა) შემცირებულია განზრახ მკვლელობის ფაქტები, ხოლო 100%-ით (-1 შემთხვევა) - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

კომენტარები