პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

გახარია პრეზიდენტის მოხსენებაზე: ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა

ველოდი, გულწრფელად, აბსოლუტურად, უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს, იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით, სამწუხაროა ჩემთვის ეს ბოლო გამოსვლა. გულწრფელად გეუბნებით, რომ ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს.

კომენტარები