პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია

ის პოლიტიკა, რომელიც იყო და არის განსაზღვრული რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგოული მოთმინების პოლიტიკაში, არის სწორი და ადეკვატური. იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება ამ ეტაპზე, არ მივცეთ შესაძლებლობა, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იქნა განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს, მესამე ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლომდე დაცული არ არიან და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მე მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მაგრამ ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი გაერთიანებისა, ყველასი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, იმ ღირებულებების გარშემო, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლოს მთლიანოს, ერთიანობის დაცვა.

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

კომენტარები