თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 2 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების, უნივერსიტეტის, ფხაკაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ლვოვის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის, ლომონოსოვის, ცხინვალის, გამყრელიძის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის და ალასანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის,  ინგოროყვას და კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა (ნაწილობრივ), VIII (ნაწილობრივ) მიკრორაიონების,  ანდრონიკაშვილის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX  კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის  ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაღის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, აგლაძის, ბაქრაძის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და  ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, შინდისის და წავკისის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და რიყის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდბის, ლუსინიანის, იორის და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები