გუგული მაღრაძე

მაღრაძე: მემარჯვენე ლიბერალური შეხედულებები მაქვს

მე საერთოდ უფრო ლიბერალური და მემარჯვენე შეხედულებების ვარ. თუმცა რცა ერთმანეთთან წინაარმდეგობაშია ადამიანთა ჯანმრთელობა და ბიზნესის მოგება - მე ჯანმრთლობისკენ ვიხრები. 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ამაში სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში, ჭარბწონიანობის მართვის შესახებ კანონმდებლობის შექმნა. ეს მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. ჩვენი სკოლის მოსწავლეებშიც არის ეს პრობლემა. რომ რა გავაკეთოთ კვებისა და ტკბილეულის ნაწარმთან მიმართებით. რომ რა უნდა იყოს გადასახადი ტკბილეულზე და ასე შემდეგ. არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო. ეს ხომ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

მე მთელი 2-3 წელი აქტიურად ვმუშაობდი, მაგრამ მთავრობასთან ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ფილანტროპიისა და ქველმოქმედების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით. ძალიან მინდა რომ ეს კანონი მივიღოთ, რომ სწორად იყოს მიმართული ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხები იმ მიზნებისკენ, რომლისთვისაც ეს ფული გაიღეს

ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე.

კომენტარები