სირია

სირიაში ასადის ძალების სამხედრო ბაზები დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე 26 სამხედრო

Shehab news agency

სირიაში სამთავრობო ძალების ბაზებზე, რომელსაც სირია, ირანი, ჰეზბოლა და მათი მოკავშირე ძალები იყენებენ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი. გავრცელებული ცნობით მათი უმეტესობა ირანელია. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს.

სირიული საინფორმაციო სააგენტოები ადასტურებენ, რომ ქალაქ ჰამაში და ალეპოს ჩრდილოეთით სარაკეტო დარტყმები მოხდა.

უცნობია ვინ განახორციელა სარაკეტო დარყმები. ზოგიერთი მოსაზრებით რაკეტები ისრაელმა გაისროლა. ისრაელმა სირიაში ირანის პოზიციები წარსულშიც დაბომბა. მათ შორის, რუსეთი და სირია ისრაელს 6 აპრილს, სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ დარტმებშიც ადანაშაულებს, რის შედეგადაც 7 ირანელი სამხედრო დაიღუპა.

ისრაელი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები