მეტროს მემანქანეების გაფიცვა

მეტროს მემანქანეები 3 მაისიდან გაფიცვას გეგმავენ

მეტროს მემანქანეები ხუთშაბათიდან, 3 მაისიდან გაფიცვას გეგმავენ. ეს მათ დღეს თავად დააანონსეს და სადგურ რუსთაველთან გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს. 

მიზეზი სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმების ვერმიღწევაა - 25 აპრილს თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.

მეტროს მემანქანეების ხელფასი თვეში 1150 ლარია. ამბობენ, რომ საათში 7 ლარს იღებენ, მათ კი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდა სურთ. მათი თქმით, ეს ანაზღაურება მათ ყოველდღიურ გარემოს, ცვლების და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შეუსაბამოა. 

კომენტარები