NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის. NDI-მ კითხვის დასმისას რესპონდენტებს განუმარტა, რომ დასაქმებაში გულისხმობს ყველა საქმიანობას, რომელსაც შემოსავალი მოაქვს.

დაუსაქმებელთა 37% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს, 24% პენსიონერია, რომელიც არ არის დაინტერესებული სამსახურის შოვნით, ხოლო 15% - დიასახლისი.

2017 წელს თავს დასაქმებულად გამოკითხულთა 62% არ მიიჩნევდა, ხოლო 2016 წელს - 65%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

კომენტარები