ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის საქმიანობას "ძალიან კარგად" გამოკითხულთა მხოლოდ 2% აფასებს, 12% - კარგად, 52% - საშუალოდ, 22% - ცუდად და 12% - ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 2% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კითხვა მეორენაირადაც დასვა, ამჯერად რესპონდენტებს აღარ ჰქონდათ საშუალება მთავრობის საქმიანობა "საშუალოდ" შეეფასებინათ. შედეგები ასე განაწილდა - 2% - "ძალიან კარგად" აფასებს არსებული მთავრობის საქმიანობას, 42% - კარგად, 36% - ცუდად, 13% - ძალიან ცუდად, 5% - არ ვიცი, 1% - უარი პასუხზე.
NDI აღნიშნავს, რომ ეს კითხვა ორივე შემთხვევაში რესპონდენტების ნახევარს დაუსვეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





