ხანძარი

ბაქოში მშენებარე Trump Tower-ში ხანძარი გაჩნდა

Twitter

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მშენებარე სასტუმრო Trump Tower-ში ხანძარი გაჩნდა.

გვრცელებული ცნობით ცეცხლი 33-სართულიანი შენობის ზედა სართულებზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე არ ვრცელდება ცნობა დაშავებულების და დაღუპულების შესახებ.

სასტუმროს მშენებლობა ბაქოში 2008 წელს დაიწყო, თუმცა ის ჯერაც არ გახსნილა.

კომენტარები