კრიმინალი

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანში სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს. 1993 წელს დაბადებულ შ.ე-ს და 1995 წელს დაბადებულ დ. ა-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებს - შ.ე.-სა და დ.ა.-ს 1989 წელს დაბადებულ ვ.მ.-სთან და ორ თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მან შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მუხლი 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები